საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კონფერენცია: „ანტიკურობის თანამედროვეობა“

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს IX ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - „ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომელიც გაიმართება 2023 წლის 6-8 ივნისს, ჰიბრიდულ ფორმატში (აუდიტორიასა და პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით). 

კონფერენციას კვლავ ექნება საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ  არა მხოლოდ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის სტუდენტები, არამედ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

 

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნება, კულტუროლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს. 

 

კონფერენციის სამუშაო ენები:

ქართული და ინგლისური. 
 

საკონფერენციოდ წარმოდგენილ თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

 

თეზისები და სარეკომენდაციო წერილი გაგზავნილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2023 წლის 6 მარტისა  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.

 

თარიღი: 22/02/2023